არ გვაქვს ჩვენ ეს "შუტკა" გახსნილი, ეს არის ის "შუტკა", რომელიც გამოიყენა თქვენმა ტელევიზიამ - აცხადებს ირაკლი კობახიძე იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმად, თეა წულუკიანი მას "არაადეკვატურს" უწოდებს.
"მე და თეა წულუკიანს გვაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ეს არის ის დამოკიდებულება, რაც გვაქვს ჩვენ ერთმანეთის მიმართ...ჩვენ მეგობრულად ვსაუბრობთ ერთმანეთში და ამ ტერმინებს არ ვიყენებთ" - ამბობს კობახიძე
"წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე არაადეკვატურია და ერთი სული აქვს როდის დაემხობა მთავრობა" - ჩანაწერი ამის შესახებ სუს-დან გამოჟონილ ფაილებში იკითხება