
მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ ის ბათუმის პირველი დამოუკიდებელი და აპოლიტიკური მერი უნდა გახდეს. განცხადება მან "რადიო თავისუფლების" გადაცემაში გააკეთა და თქვა, რომ ბათუმის მერი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს და არც რომელიმე პარტიას უნდა წარმოადგენდეს.
"იქ, სადაც ჩართულია პოლიტიკა და იქ, სადაც ჩართულია პარტია, უფრო პარტიული ინტერესებია. ეს არის დიდი პრობლემა იმიტომ, რომ არ სცალია არც მერს და არც მის პარტიას იმისთვის, რომ იმუშაოს ქალაქის კონცეპტზე, ქალაქის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, მიზიდულობის ძალაზე. ბევრად დიდი პრობლემაა ის, რომ ამათ არ სცალიათ არც ერთი ქალაქისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დააყენებს და რატომღაც არ აყენებს პირველ რიგში ქალაქის და მოქალაქეების კეთილდღეობას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. საერთოდაც მინდა ვთქვა ერთი რამ - რამხელა პრობლემა აქვს პოლიტიკურ სფეროს, რომ მე, კახაბერ ცისკარიძე, არტისტი ვიყრი კენჭს უკვე მეორედ", - თქვა მან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ასევე: