
რუსთავის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, "ოცნების" დატოვების შემდეგ ნაცემი ივანე გველესიანი. მას ფიზიკურად საკუთარი სახლის სადარბაზოსთან უცნობი პირი გაუსწორდა. თავდასხმის მიზეზი, სავარაუდოდ გველესიანის მიერ ენმ-ს მხარდაჭერაა.
გველესიანს სახის ძვლები აქვს დამტვრეული.
"ნამდვილად არ ვიცი ვინ იყვნენ, რაც მოხდა, ფაქტი აგერაა. ხმა საერთო არ ამოუღია, პირდაპირ გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, მერე მშვიდად, ბედნიერად წვიდა, არც გაქცეულა, შიში, რომ ვინმე უკან მისდევს არ ყოფილა. არც ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ჩემთვის უცხო ადამიანი იყო, მეგონა ჩვეულებრივად გაივლიდა, ამ დროს დაიწყო ცემა", - ამბობს ივანე გველესიანი.
ივანე გველესიანის ნათესავი, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლამდე ის გააფრთხილეს, რომ თუ აქტიურობას თავს არ დაანებებედა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ამავე თემაზე: