
2 ძირი კანაფის გამო დაკავებული მუსიკოსის, გორგი სლოევის მხარდასაჭერად 23 სექტემბერს, 16:20 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება. მუსიკოსი 157-ე დღეა ციხეშია, აქციის დღეს კი მისი კიდევ ერთი, სავარაუდოდ ბოლო ან ბოლოს წინა პროცესია ჩანიშნული.
ოჯახი, დაკავებული და მოწმე ამბობს, რომ ორი ძირი კანაფი, რომლის გამოც მუსიკოსი დააკავეს მას არ ეკუთვნოდა.
"23 სექტემბერს გაიმართება სლოევის ბოლო ან ბოლოსწინა პროცესი, სადაც მოსამართლეს მოუწევს შსს-ს და პროკურატურის მიერ "შეკერილ" და გაყალბებულ ფაქტებზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა, მაგრამ მანამდე საქართველოს პროკურატურას აქვს დრო, რომ უარი თქვას სლოევის 6-12 წლამდე ციხეში გაშვების მოთხოვნაზე.
გირჩი - მეტი თავისუფლება თითოეულ მხარდამჭერს და არსებული რეალობით უბრალოდ შეწუხეხებულ ნებისმიერ მოქალაქეს, გთხოვთ, მოხვიდეთ პროკურატურასთან და ერთად დავანახოთ, რომ თავისუფალი ადამიანები არ ვაპირებთ საბჭოთა სიმბოლოებს ვცეთ პატივი", - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
"გირჩი მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ გიორგი სლოევი უნდა გათავისუფლდეს.