მოახერხა ივანიშვილმა რომ მის ელჩს იბარებენ და ეუბნებიან სათქმელს... ეს სათქმელი დაგვირგვინდება გამარჯვებით - ნიკა მელია ელჩის დაბარებაზე

გამოქვეყნდა:

"მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა რომ მის ელჩს იბარებენ და ეუბნებიან სათქმელს... ეს დაგვირგვინდება ქართველი ხალხის გამარჯვებით 2 ოქტომბერს" - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საუბრობს.

დაიბარეს ბიძინა ივანიშვილის ელჩი და ეტყვიან, დარწმუნებული ვარ, იმას, რაც უკვე საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის - რომ ეს არის რეჟიმი რომელიც დგას ყველაზე ამორალური დანაშაულის წინაშე, უკანონო მოსმენაზე და მერე ამ უკანონო კომპრომატებით შანტაჟზე. მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა უკვე, რომ მის ელჩს იბარებენ და ეუბნებიან სათქმელს და ეს სათქმელი დაგვირგვინდება და კონვერტირდება ქართველი ხალხის გამარჯვებით 2 ოქტომბერს, - ამბობს მელია. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი