პოლიტიკური დებატები ვერ შედგა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის სახელისუფლებო კანდიდატზე მორგებული ფორმატით კალაძემ სათანადოდ ვერ ისარგებლა. კომფორტული გარემო კალაძეს პირველმა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დარღვია საჯარო და ხისტი პროტესტით, საბოლოოდ კი წონასწორობა მოქმედ მერს ლეობორისტების მერობის პრეტენდენტმა დააკარგვინა.
არანაკლებ მძიმე იყო კალაძისთვის ყოფილი პრემიერის გახარიას სკანდალურ ბრალდებებზე პასუხი. მოქმედ მერს თავისსავე სიტყვებისა და პოზიციის უარყოფა მოუწია, თუმცა სუსის მსგავსად, ჟურნალისტებიც ვიწერთ ყველაფერს და აგენტებისგან განსხვავებით საჯაროდ და კანონიერად.
იხილეთ ასევე: