ენმ-ს მერობის კანდიდატმა ოზურგეთში, ირაკლი ღლონტმა დატბორვის გამო დაზარალებული ოჯახი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ოზურგეთში, ირაკლი ღლონტმა შეკვეთილში ის  ოჯახი მოინახულა, რომელიც დატბორვის შემდეგ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

ოპოზიციის კანდიდატი ხელისუფლებას სტიქიის შედეგად დაზარალებულების იგნორირებაში ადანაშაულებს.

"ადამიანებს არ აქვთ საშუალება სახლში შევიდნენ, საკუთარი ბავშვები შეიყვანონ, უნდა გაიარონ დატბორილი ტერიტორიები. ეს არის მაგალითი რას ნიშნავს საქართველოში ოლიგარქია, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში ბრძანდება კომფორტულად საკუთარ ჩირგვში შემალული", - თქვა ირაკლი ღლონტმა. 

ცნობისთვის ძლიერმა წვიმამ პრობლემები არაერთ ქალაქში შექმნა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი