პროკურატურაც და სასამართლოც "ოცნებას" ემორჩილება - სანაია მასზე თავდასხმის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ვახო სანაია პროკურატურას მიმართავს და მასზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვს.

როგორც სანაიამ აღნიშნა, სასჯელის ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 

"მოსამართლემ ისე გააკეთა ყველაფერი, რომ გამოეშვა ეს ხალხი. პროკურატურაც და სასამართლოც არის ერთი და იგივე, ემორჩილება "ქართული ოცნების" მითითებებს, მაგრამ ჩვენ ამ პროცედურას მაინც გავივლით და ვაჩვენებთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ, როგორი უსამართლოა დღეს საქართველოში სასამართლო", - თქვა ვახო სანაიამ.

მის ინტერესებს სასამართლოში "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) იცავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან თავდამსხმელებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები აქვთ შეფარდებული.

ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახო სანაიაზე თავდამსხმელ პირებს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა შეეფარდათ და მათ პენიტენციური დაწესებულება განაჩენის გამოცხადების დღესვე დატოვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი