მითითება იყო, რომ ნიკა მელია მოეძებნათ - დოლიძე ევროკავშირის ოფისთან შეკრებილ პარტაქტივზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს, მმართველი გუნდის მხრიდან პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია მოეძებნათ.

"მითითება იყო პირდაპირი. ვერავითარი გარანტიის მიცემა, რომ ვიღაც ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება არ შეიძლება, ეს იქნება ნიკა მელია თუ სხვა. ეს არის შემდგარი ფაქტი. ნახეთ ხო, ადამიანი, რომელიც დმანისში ატარებდა საარჩევნო კამპანიას სახე გადაუხიეს და შემდგომ გვეუბნებიან, რომ ან თავი დაიჭრა ან ვიღაცამ გამოიყვანა მდგომარეობიდანო",-თქვა ბაჩო დოლიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე ოცნების პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. არსებობდა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, თუმცა ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ოცნებიდან" დირექტივის მიღების შემდეგ, პარტაქტივი დაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი