ირაკლი კობახიძემ მოგვიწოდა დავშლილიყავით - პარტაქტივს მადლობა გადაუხადეს და დაშალეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ოფისთან შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნელ-ნელა იშლებიან. ვაკის რაიონის "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მობილიზებულ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "რადიკალური" ოპოზიციის "პარპაში" აუცილებლად დასრულდება.

"იმიტომ ვიშლებით, რომ არის დაძაბულობის მაღალი რისკი, არის პროვოკაციის მაღალი რისკი. მოუწოდა საზოგადოებას ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მოგვიწოდა პირადად ახალგაზრდებს რომ დავშლილიყავით", - თქვა მან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება იყო.

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი