
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მცირე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როცა ოფისი ნიკა მელიამ დატოვა და კომენტარს აკეთებდა, უცნობი პირი მასთან მიახლოებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ აგრესიული მამაკაცის ტერიტორიიდან გაყვანა მოახერხა. ის საპატრულო პოლიციის მანქანით განარიდეს.