დიპლომატების თხოვნა იყო, ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

თბილისში ოპოზიციის მერობის ერთიანმა კანდიდატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დეტალურად დღეს 21:00 საათზე პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებს.

მანამდე კი მელიამ აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დღეს თავისი თავი ნათლად წარმოაჩინა და ყველამ დაინახა, თუ რა ტიპის ხელისუფლებაა ქვეყანაში.

"გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა, მთელი საზოგადოების წინაშე",-თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე ოცნების პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. არსებობდა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, თუმცა ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, "ოცნებიდან" დირექტივის მიღების შემდეგ, პარტაქტივი დაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი