ნათელია, რომ "ოცნება" ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არჩევნებისთვის პრობლემურ გარემოს ქმნის - კრამერი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ გამართულ სემინარზე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. კრამერმა თქვა, რომ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მმართველი ძალის პასუხისმგებლობაა.

მისი თქმით, ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

"მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია სრულად უდანაშაულოა, თუმცა მთავრობა არის პარტია, რომელიც ძალაუფლების სათავეშია და პარტიას ძალაუფლების სათავეში აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი გარემო, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩემთვის ნათელია, რომ მმართველი ძალა, ქართული ოცნება ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც პრობლემური იქნება არჩევნებისთვის",-თქვა კრამერმა.

საუბრისას კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განვითარების კრიტიკულ წერტილშია და მისი აზრით, ის არასწორად ვითარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი