მერია სარეზერვო ფონდს წინასაარჩევნოდ 12 მილიონ ლარამდე ზრდის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ბიუჯეტი რეკორდულადაა გაზრდილი - 2021 წლის იანვარში თბილისის მერიის სარეზერვო ფონდში არსებული თანხა 2,5 მილიონ ლარი იყო, ახლა ეს ციფრი თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი. სარეზერვო ფონდის თანხა წესით სტიქიური უბედურებებისთვის, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა გათვლილი. 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კალაძე ამ ფულს მოახლოებული არჩევნების წინ საკუთარი პიარისთვის დახარჯავს. 

"ეს თანხა 2,5 ნახევრიდან იზრდება 12 მილიონ ლარამდე, კარგად რომ გაიგოს მოსახლეობამ, მთელ 9,5 ამატებენ წინასაარჩევნოდ. ჩვენ საკრებულოს სხდომაზე ბოიკოტის გამო ამას წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ რაოდენობრივად, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ასე აღვირახსნილად იყენებენ ისინი მათ შორის საბიუჯეტო სახსრებს", - თქვა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2015 წელს როცა თბილისში 13 ივნისის სტიქია მოხდა სარეზერვო ფონდის მოცულობა 3 მილიონი ლარიც კი არ იყო.

მერიის ბიუჯეტი თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. იმის გამო, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, მათ მმართველ გუნდს წინააღმდეგობასაც ვერავინ გაუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი