ბიზნესმენისთვის მოწყობილი "ქურდული გარჩევა" - ბრალდებულებს 8 და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობასა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულები - რ.გ. და კ.ქ. დამნაშავედ ცნო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის ნოემბერში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ რ.გ.-ს დავალებით, ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა კ.ქ.-მ, სამეგრელოს რეგიონში, ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს ე.წ. ,,ქურდული გარჩევა“ მოუწყო, რა დროსაც ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ რ.გ. საკომუნიკაციო საშუალებით პირადად ესაუბრა ბიზნესმენს და ე.წ. "ქურდული სამყაროს წესების“ შესაბამისად, თანხის გადახდა დააკისრა და საწარმოს წილში ჩასმა მოსთხოვა",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს. რ.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ,,კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.გ. და კ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და რ.გ.-ს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კ.ქ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, საუბარია გასული წლის დეკემბერში დაკავებულ პირებზე, რომლებიც მეწარმეს ფულს კანონიერ ქურდ "შლაპას" მითითებით სძალავდნენ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი