"მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი..." | უპასუხოდ დატოვებული კითხვები და კალაძის თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ის განცხადებები, რაც სტრატეგიული პარტნიორებისგან ვრცელდება არ არის საკმარისი. მერობის კანდიდატი ევროკავშირის ელჩის როლით გუშინდელ პროცესებში უკმაყოფილოა.

კალაძემ დღეს ნიკა მელიას "ხულიგანი" უწოდა და "მთავარი არხის" ჟურნალისტსაც დაესხა თავს.

"მელია არის ხულიგანი. პასუხისმგებლობის გადანაწილება მოუწევს ყველას არა მარტო ხელისუფლებას, არამე ოპოზიციასაც, რადგან ისინი პოლიტიკურ ველზე არიან და ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია. არანაირი კვერცხი და არანაირი საფრთხე არ არსებობდა ეს არის ტყუილი. პროვოკაცია იყო ეს, რა თქმა უნდა. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი თავს ესხმის. მგონი არაადეკვატური ხართ...

ზოგადად დიპლომატიური კორპუსები თუ უფრო აქტიურები იქნებიან და გააკეთებენ განცხადებას იმ ძალადობასთან და დესტრუქციასთან, რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან რაც ხდება, უკეთესი იქნება",- ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე "ოცნების" პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. 

ამავე თემაზე:

ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას, ერთმანეთში არკვიონ - სარჯველაძე
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი