ის ქალი მე ვარ - ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"ის ქალი მე ვარ" - ასე მიმართავს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, საკრებულოს სიაშია.

თუმცა, კობახიძე მის ვინაობას არ ასაჯაროებს:

"ქალი არის თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ის არც არასდროს ყოფილა ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. უტყუარია ეს ინფორმაცია - გვაქვს ეს ინფორმაცია. ქალბატონს ეხება საქმე, მძიმე შემთხვევაა და მოვერიდები რომ მისი სახელი დავასახელო", - აცხადებს კობახიძე. 

კითხვაზე - როდის გასინჯა გახარიამ კოკაინი, კობახიძე პასუხობს: "მას შემდეგ რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან". 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი