სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო პროვოკაცია - პაპუაშვილს ელჩის განცხადება არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

კარლ ჰარცელის განცხადებით უკმაყოფილოა შალვა პაპუაშვილი და ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩს ნიკა მელიას პროვოკაცია უნდა დაეგმო. პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც პროვოკაციის წახალისებას:

„წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან. საუბარია, თითქოს პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირდაპირ ეთერში ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ - შემდეგ როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციებისა.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიპლომატის განცხადებით უკმაყოფილოა ირაკლი კობახიძეც

23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი