ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მეორე ადგილზე ვართ - გახარია

გამოქვეყნდა:

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით დღეს საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

გახარია ამბობს, რომ ერთ დროს საქართველო ამ რეიტინგში პირველ ადგილზეც იყო. საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას კი ქვეყანა,  საერთაშორისო ინსტიტუტების გამო ვერ ახერხებს. 

შემდეგი შემცირება ამ ხარჯების პირდაპირ პროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. ახლა უნდა წავიდეს პირიქით პროცესი. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რაოდენობაზე, ფიზიკურზე, აგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე დღეს არის  მეორე ადგილზე მსოფლიოში, - ამბობს ქვეყნის მეთაური.  

პრემიერი ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯებს შემცირება პოლიტიკურად მომგებიანი თემაა და ოპოზიციის ადგილზე რომ იყოს, თავადაც მის მსგავსად მოიქცეოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი