
ერთი ოჯახის ტრაგედია და ფულის გამოძალვის თაღლითური სქემა, რომელსაც პირდაპირ კარლო კალაძემდე მივყავართ. ორდენიძეების ოჯახი ამბობს, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ.
სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.
როგორც ჩანს, ამ სკანდალის გასაჯაროება იმდენად უხერხული აღმოჩნდა მერისთვის, რომ მან დღეს დაგეგმილი ღონისძება, ბინების საკუთრებაში გადაცემის ცერემონიალი, სრულიად გააუქმა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: