"ბოლო სერიაში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს" | კალაძე ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

„მთავარ აქცენტებში“ გასულ ექკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც კალაძეების კლანის საქმიანობა გაიშიფრა, "ოცნების" მერობის კანდიდატის აგრესიული პასუხი მოჰყვა. კალაძე ამჯერადაც სიძულვილის ენას მიმართავს:

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე. სუფთა "სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ, სამარცხვინოები ხართ, პირდაპირ გეტყვი. მე მესმის, არჩევნებია, ყველაფერს კადრულობთ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც, სავარაუდოდ, თავს დაიწვავს“, - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქმე ეხება „მთავარი აქცენტების“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც გაიშიფრა თაღლითური სქემა, რომელსაც პირდაპირ კარლო კალაძემდე მივყავართ. ორდენიძეების ოჯახი ამბობს, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც  კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი