კობახიძე მერობის კანდიდატებს მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მიმართონ და ბოდიში მოითხოვონ "სააკაშვილის ტელევიზიისგან"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს, "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან.

კობახიძემ მერობის კანდიდატებს მოუწოდა, შესაბამის უწყებებს მიმართონ.

"ეს არის ამ შემთხვევაში უკვე, სააკაშვილის ტელევიზიის მორიგი ფეიკი და მათ შორის, ამ რეგიონსაც შეეხო ეს ტყუილი, რომელიც გავრცელდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, მივიღოთ სამართლებრივი ზომები ამ ფეიკნიუსის წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტყუილის გატარება, ალბათ სასურველი იქნება, შესაბამისმა კანდიდატებმა მიმართონ შესაბამის უწყებებს იმისთვის, რომ მოითხოვონ ბოდიშის მოხდა სააკაშვილის ტელევიზიისგან",-თქვა ირაკლი კობახიძე.

სუს-ის აგენტები, ფარული მოსმენები და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები გაასაჯაროა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი