ზიზღით სავსე ქილა | რას ფიქრობენ კახა კალაძეზე უფასო სასადილოების ბენეფიციარები

გამოქვეყნდა:

მართალია, "ქართული ოცნება" თვლის - ან არ თვლის, მაგრამ საჯაროდ ასე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებიდან კახი კალაძე უალტერნატივო გამარჯვებულად გამოვიდა, თუმცა ხანგრძლივი გადაცემიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მხოლოდ ის რამდენიმე წამი აღმოჩნდა, როდესაც კალაძემ თითის წვერით, ზიზღით მოიშორა თავიდან და იატაკზე გადააგდო საჭმლით ნახევრადსავსე ქილა.

ეს იყო საჭმელი, რომლითაც თვითონ მერია კვებავს თბილისის ყველაზე ღატაკ 40 ათას მოსახლეს და რომლის მისაღებადაც ადამიანები გრძელ რიგებში დგანან. 

კახა კალაძეს ქილაში ჩადებულთანაც კი იმდენად შეეზიზღა საკვებთან მიკარება, რომ მინიმალური შეხებით მოისროლა იატაკზე. ამ დროს ადამიანები ამ საკვებს არათუ ეხებიან, არამედ ყოველდღიურად ჭამენ. 

პოლიტიკოსისგან, რომელიც ხალხის ხმის მოსაპოვებლად იბრძვის, ასეთი საქციელი და ჟესტი რომ უდიდესი შეცდომა იყო, დედაქალაქის მერიც მშვენივრად ხვდება. ამიტომაც დაიწყეს შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ეს, სინამდვილეში, არ იყო კერძი, რომლითაც მერია მოსახლეობას კვებავს და ა.შ.

მთავარი აქ იყო არა ის, თუ რა იდო ქილაში, რომლისთვისაც კალაძეს წესიერად არც კი შეუხედავს, არამედ მთავარი იყო მერის რეაქცია და შემდეგ ნაძალადევი ხელოვნური ღიმილი.

ახლა მოვისმინოთ, რას ფიქრობენ მერიისგან შეთავაზებულ კვებაზე და თვითონ მერზე ის უღარიბესი თბილისელები, რომლებიც იძულებულნი არიან, დაკმაყოფილდნენ კერძებით, რომელიც მილიონერ მერს დასანახადაც კი ეჯავრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი