მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იბარებენ მას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან სუს-ის თანამშრომლები და "გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა".
სასულიერო პირების მოსმენებთან დაკავშირებით კი ლილუაშვილი ამბობს, რომ "ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის”.
ლილუაშვილი ამბობს, რომ გამოძიების შედეგები გამჭვირვალე იქნება.
ლილუაშვილმა 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფაილებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი დღეს, გმირთა მემორიალთან გააკეთა.