სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა 13 სექტემბერს სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, მის გადადგომასთან დაკავშირებით, ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის"
"პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, გამჭვირვალედ მიმდინარეობს საკმაოდ, თითოეულ თქვენგანს გაქვთ [საშუალება] შეამოწმოთ შედეგი.
ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ესეა ეს ცხოვრება. საქმე უნდა აკეთოს, ვინც საქმის კეთება იცის", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.