IPSOS-ის წარმომადგენელმა ელემენტარულ კითხვებს ვერ გასცა პასუხი - კუჭავა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს 2 ოქტომბერს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.  მას "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე კითხვები აქვს.

"არჩევნები არ დაინიშნება, ამიტომ არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს. ეს არის უკვე ფაქტი, რომლესაც ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება IPSOS-ის შედეგებს, მე ძალიან კარგად მესმის და ჩვენ ყველას უკვე, საზოგადოება კარგად ვხედავთ ამა თუ იმ კვლევას არჩევნების წინ რაც უფრო აქტუალური ხდება და რაც უფრო მეტი კითხვა ჩნდება ხოლმე შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით. [...] გუშინ ელემენტარულ კითხვებს, თუ არ ვცდები "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლის კითხვებს ვერ გასცა IPSOS-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაბადა კითხვები საერთოდ ამ ჩატარებული კვლევის რეალობასთან ციფრებთან მიმართებაში და რამდენად მანიპულირება ხდება თუ არა ამ ციფრების.

მე დარწმუნებული ვარ კახი კალაძის გამარჯვებაში და მე მჯერა, რომ ეს პირველივე ტურში იქნება", - თქვა კახა კუჭავამ. 

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი