
"ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ" - ასე მიმართავს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ლეიბორისტულ პარტიას და "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც მათ იმის მსგავსი რეიტინგი აქვთ, რაც IPSOS-გლობალის კვლევებშია.
ლეიბორისტული პარტია, ნახეთ ედისონის კვლევები ფორმულაზე? იგივე რეიტინგი რომ გაქვთ (1%ით მეტი, რაც ცდომილების ფარგლების მინიმუმია) და თქვენგან აჩემებულ გირჩს კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენს კვლევებში, ამოიკითხეთ?
ხოდა, ყველანი ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ვართ. მარტო ხართ მოკლედ სიკეთის მხარეს, ყველა დანარჩენი - ბნელ მხარეს დგას :)))))
კონსპირაციულობა და იზოლაციონიზმი არის ფსიქიკური კონდიცია, გინდა ინდივიდის და გინდა ინდივიდთა ჯგუფის. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ.
ps მიხეილ ქუმსიშვილს მათემატიკის და ლოგიკის რეპეტიტორები აუყვანეთ. მართალია, პოლიტიკური კარიერა დაასრულა გუშინ, მაგრამ რა იცით, რაში გამოადგეს, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ლეიბორისტული პარტიის წევრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა IPSOS-გლობალის კვლევების სიზუსტესა და დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა.