"ქართული ოცნების" დეპუტატის, შოთა ხაბარელის მტკიცებით, მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის არ ეშინიათ. ხაბარელს არც მესამე პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული ბილეთის სჯერა და ამბობს, რომ ის "ვერ ჩამოვა".
"რამდენჯერ მოდის, ვერა და ვერ გადმოფრინდა, ვერ ჩამოვიდა, ჩამოვა და თუ ჩამოვა იცის სადაც უნდა წავიდეს კარგად. მისი ეს მოტყუება თავისივე ამომრჩევლის, რამდენჯერ უნდა მოატყუოს, ხომ არ სჯერათ. [ბილეთი აღებული აქვს] თუ ძმა ხარ რა, გაჩერდით კაცო რა, რა სისულელეა.
მან უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულებზე რაც გაუკეთა ქვეყანას, უნდა აგოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ის აბსურდი, რასაც "მთავარი" "ტვ პირველი" და იქ კიდე "ფორმულა" ახმოვანებს, ეს არის ტყუილი", - თქვა შოთა ხაბარელმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
ამავე თემაზე: