მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდეს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნდეს.

მისი თქმით, პოლიტიკური საქმეები, რომლებიც მმართველმა გუნდმა რუსეთის დაკვეთით "შეთითხნა", მიხეილ სააკაშვილის სტატუსს ვერ განსაზღვრავს.

"მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი, აქვს სრული უფლება მშვიდობიანად, დედასთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში. ის პოლიტიკური საქმეები, რომელიც შეთითხნილია "ქართული ოცნების" მიერ და პოლიტიკურად დაკვეთილია რუსეთის ფედერაციიდან, რა თქმა უნდა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სტატუსის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ამიტომ, ღარიბაშვილს, კობახიძეს, მინდა ვუთხრა, რომ მათი განცხადებები საერთოდ ვერ ამხნევებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი