პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" შეკითხვას არ პასუხობს.
საუბარია ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, რომლითაც ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თემას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ოცნებას" თავისი ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია და მიხეილ სააკაშვილს მასზე გაბრაზებული ათიათასობით ადამიანი დახვდება.
რას გულისხმობდა ამომრჩევლის მობილიზებაში, ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ არჩევნები "მშვიდად ჩატარდება":
"მე ერთს გეტყვით, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.
სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ არ ავარევინებთ და არ დავაგნგრევინებთ ქვეყანას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
ამავე თემაზე: