თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ სამოქალაქო ომს გადაწყვეტთ - ჩარკვიანი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად "საერთო სახალხო მოძრაობა" დააფუძნა, ამბობს, რომ თუ პრემიერმინისტრის ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს, ის თავს ციხეში ამოყოფს. 

როგორ ჩარკვიანმა აღნიშნა, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პასუხისმგებელი იმ სისხლისღვრაზე, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის აეროპორტში დაპირისპირებული ჯგუფის მიგზავნას შეიძლება მოჰყვეს.

"ახლა იქნება თქვენზე პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე, ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე, ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ სამოქალაქო ომს საქართველოში. 

თუ ვნახე, რომ ეხლა გადაწყვეტილების მიღების ჟამს, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენს მიერ უკვე დასავლეთისთვის კარგად ნაცნობ ბანდას, პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყობთ თავს, თქვენ ირაკლი ღარიბაშვილი ამ საქციელისთვის მომავალში ამოყოფთ თავს", - თქვა თაკო ჩარკივიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი