
სენაკში ოპოაზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ "მთავარი არხის" გადაცემაში, "დღის სტუმარი" მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
კობა ნაყოფიამ გადაცემაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელოდება.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.
"მიხეილ სააკაშვილი ყველა სცენარისთვის მზად რომ არ იყოს, ალბათ, არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ის დიდი ხანია ემზადება ამისთვის, დიდი ხანია ამაზე ფიქრობს და მან გადაწყვიტა, რომ ახლა, როდესაც ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანას, როდესაც არის გადამწყვეტი ბრძოლა, რეფერენდუმი, თუ საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს, რა მიმართულებით უნდა იაროს. ახლა ძალიან მარტივად არის საკითხი - ან დავაღწევთ თავს ამ უბედურებას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს, ან ჩვენ დავადგებით განვითარების გზას",-თქვა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
ამავე თემაზე: