
"ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ქვეყანაში ჩამოსვლისთვის სწორი დრო შეარჩია.
ელისო კილაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ ვნახეთ გამოცდილება, ჩვენმა დასავლელმა და ამერიკელმა მეგობრებმა ნიკა მელია არ დატოვეს ციხეში. და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე, დემოკრატიისა და ევროპული ამერიკული ფასეულობების წინაშე, რა თქმა უნდა, მას მხარდაჭერა ექნება. მაგრამ ეს მხარდაჭერა ექნება ქვეყანასაც, თუ ჩვენ ერთ ადგილს ავწევთ გამოვალთ გარეთ და გვექნება პროტესტი, ამერიკელი და ევროპელები ჩვენს მაგიერ ვერც რუსთაველზე დადგებიან და ვერც ჩვენი სამშობლოს მომავალს გააპროტესტებენ",-თქვა ელისო კილაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
ამავე თემაზე: