სამწუხაროა, რომ სარფიდან შემოსვლა არ აირჩია, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით - რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით" - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პირდაპირ ციხეში მოუწევს წასვლა.

რაღაც სასწაული თუ მოხდება, როგორც დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში. ერთადერთი, სამწუხაროა ის, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით. ასევე, თქვენ იცით, რომ ვაქცინაციის პროცესს აქტიურად ვახორციელებთ, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც მე ვიცი, მეორედ აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი