მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება | "ოცნების" დაუფარავი ისტერიკა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში მაქსიმალურ ნიშნულზეა, ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კი პანიკაში. გაკოტრებული გუნდი, განადგურებული რეიტინგით და განულებული რეპუტაციით ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. 8-წლიანი იძულებითი დევნილობის შემდეგ მესამე პრეზიდენტი სამშობლოში ბრუნდება. 

მიხეილ სააკაშვილის ერთმა განაცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ოლიგარქს და მის კლანს სიმშვიდე საბოლოოდ დააკარგვინა. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" ბოსები დღეს მოჩვენებითი თავდაჯერებულობის დემონასტრირებას ცდილობდნენ, შეთანხმებული განცხდებებიდანაც კი მარტივად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი გასაჯაროებული ავიაბილეთის გამო. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი