თბილისის ქუჩებში წუხელ ნამდვილი თრილერი გათამაშდა. პოლიცია და დასუფთავების სამსახური ღორად გადაქცეულ ბიძინა ივანიშვილს დასდევდნენ. პლაკატებს - ცხოველად ქცეული ოლიგარქის გამოსახულბით ევროპული საქართველოს აქტივისტები აკრავდნენ - პატრული და მეეზოვეები კი ხევდნენ გლეჯდნენ და ნაგავში ყრიდნენ.
ამ სიმბოლური აქციით დაიწყო და დღეს დილით იუსტიციის სახლთან გაგრძელდა ევროპული საქართველოს ახალი პოლიტიკური ვიდეოს პრეზენტაცია. ეს არის ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული კლიპი, რომელშიც თანასწორობის იდეით ხელისუფლებაში მოსული ღორი, ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ამყარებს დიქტატურას და აკეთებს ყველაფერს, რომ ფერმაში მისტერ ჯონსი - ანუ სააკაშვილი არ დაბრუნდეს.
იხილეთ ასევე: