
კალაძე მოკლე ჯაჭვზე ჰყავთ დაბმული… ესენი არიან ყასბები და არა პოლიტიკოსები - ამბობს ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" მთვარ პიარ-სტრატეგის მოშე კლუგჰაფტის გეგმაზე და ამ სტრატეგიაში "ოცნების" ხელწერაზე.
"კახა კალაძე, კონტროლზე ჰყავთ, მოკლე ჯაჭვზე ჰყავთ დაბმული, რომ შორს არ წავიდეს და ჭკუით იყოს, მოდი, ყველაფერს ზუსტი სახელი დავარქვათ. ბატონ გახარიას მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი დრო დაუთმო არასახელისუფლებო მედიასთან ბრძოლას და აი, სად გამოგადგათ არასახელისუფლებო მედია, ბატონო გიორგი. რაც შეეხება მოშეს, ის არის ყასაბი, ამ ხელწერის პიარ-ტექნოლოგებს ეძახიან ყასბებს, როგორც წესი. რადგან ყველაფერს თუ იკადრებ, რაღაცა გამოვა...
ტოტალურად ავრცელებენ ჭორებს, ეუბნებიან "იცი იმაზე რა გვაქვს..."ზოგიერთი მხარდამჭერი წერს ფეისბუქზე: "ერთი დროზე დაუდეთ, რა ვიდეო გაქვთ ამ გახარიაზე, ბევრს რომ ტლიკინებს და მერე მოკეტავს. ესენი არიან ყასბები არც პოლიტიკოსები არ არიან, ესენი არიან ყასბები",- თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.
ნინო ჯანგირაშვილმა დოკუმენტი შეაფასა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" ბრენდი იმდენად დაზიანებული და უიმედო მდგომარეობაშია, რომ სხვა გზა არ აქვს მოშე მოშე კლუგჰაფტს და მუშაობს ყასბური მეთოდით.
ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ამბობს, რომ "ოცნება" ოროსანია, ისევე როგორც მოშე კლუგჰაფტი,
მაგრამ ხუთოსანია ირაკლი კობახიძე, რომელიც ზუსტად იმეორებს დავალებას".
ამავე თემაზე: