ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავი რომ წარმომიდგენია, შემშინებია - მელია გახარიაზე, 20 ივნისზე, ია კერზაიაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ოპოზიური პარტიების ერთობლივ შემაჯამებელ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან 2 უმძიმესი შეცდომა და დაუშვა, რის გამოც მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. 

ნიკა მელიამ ექსპრემიერის დროს მომხდარი კონკრეტული საქმეები დაასახელა - 20 ივნისი და ბაჩანა შენგელიას, დედის, ია კერზაიას გარდაცვალება.

"ბაჩანა შენგელიას ადგილზე თავი რომ წარმომიდგენია, შემშინებია. დედა მოუკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა პოლიტიკურ პროცესებზე ჩართულობაზე. მან სიცოცხლეშივე მოასწრო მაშინ  ტელეკომპანია "რუსთავი2-თვის" ინტერვიუს მიცემა და თქვა რამხელა ზეწოლა ჰქონდა და დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ბატონი გახარიაც, და 20 ივნისს რაც მოხდა, მე არც მესმის, ის ამ ყველაფერს ამართლებს და არა პირიქით.

როგორ შეიძლება, მე მქონდეს ამ პიროვნებასთან პოლიტიკური ურთიერთობის შესაძლებლობაც პოტენციურად მომავალში, სანამ ეს ადამიანი არ იტყვის სიმართლეს. თუკი ეს ადამიანი მოიკრებს ძალას და იტყვის სიმართლეს, ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა შეიძლება, შეიცვალოს პოზიცია მასთან დაკავშირებით. მასზეა დამოკიდებული საზოგადოება რას იფიქრებს",- თქვა ნიკა მელიამ. 

იხილეთ ასევე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი