
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში ელჩს კონსულტაციებზე არ დაიბარებენ.
ზალკალიანმა აღარ უპასუხა კითხვას, აღიძვრება თუ არა დამატებითი საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს - "მე რა შუაში ვარ, პროკურატურა ვარ?!".
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, თბილისში კონსულტაციებისთვის 2020 წლის 8 მაისს გამოიძახეს. ზალკალიანის უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 7 მაისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.