ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა - ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან, უკვე საქართველოში არიან. დელეგაციას მიჰაილ გალარი ხელმძღვანელობს.

მონიტორების 7 კაციან ჯგუფში მარინა კალიურანდი,მარკეტა გრეგოროვა და ანა ფოტიგაც არიან.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ევროპარლამენტარები არჩევნების პროცესს ერთობლივ კონფერენციაზე შეაფასებენ, თუმცა მანამდე პირველი კომენტარები მათ აეროპორტში გააკეთეს. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საკითხზეც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიოლა ფონ კრამონის საპასუხოდ განაცხადა - "მოუწოდო ვინმეს არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში სულ მცირე ამორალურია''.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი