
ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფის ჩამოსვლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი, რომელიც კარგად იცნობს ევროკავშირის კულუარებს.
ის მთავართან საუბარში ამბობს, რომ ბრიუსელი ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.
არჩევნების გარდა შეფასება ევროკავშირის ელჩის ფარული მოსმენის საკითხზეც გაკეთდება, რაზეც სუს-ის ოპერატიულ კრებსებშია საუბარი.
ევროპარლამენტარების სადამკვირვებლო დელეგაცია ქვეყანაში უკვე ჩამოვიდა.