"ოცნების" ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა - TI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის 13 საარჩევნო სუბიექტი შეირჩა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.

TI-ის ცნობით, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ "ქართული ოცნების" ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა.

ორგანიზაცია წერს, რომ ეს პარტიებს შორის უკიდურესად არათანაბარ პირობებზე მიუთითებს და საარჩევნო გარემოს აზიანებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები:

  • 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მთლიანობაში 11 905 640 ლარის  შემოსავალი მიიღო, ამ თანხის დაახლოებით 70% - 8 288 650 ლარი, მმართველ პარტიაზე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოდიოდა. 774 721 ლარით მეორე ადგილზე იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - საარჩევნო სუბიექტი "გახარია - საქართველოსთვის" 758,701  ლარით;
  • ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% (9,873,431 ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% (1,955,996  ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;
  • 13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 8 მიიღო ჯამში 9 373 431 ლარის ოდენობით, საიდანაც 7 837 030 ლარი (ყველა შემოწირულების 84%) მმართველ "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა, 757 811 ლარით მეორე ადგილზე "გახარია - საქართველოსთვის", ხოლო მესამეზე - 543,182 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო;
  • 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით  მიღებული შემოწირულებები, რამაც  ჯამში 14 739 750 ლარი შეადგინა:  77% - 11 343 430 ლარი "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა, მეორე იყო პარტია "საქართველოსთვის" 1 029 437 ლარით, ხოლო მესამე - "ლელო საქართველოსთვის" 956 556 ლარით;
  • საბანკო სესხით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა – "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ისარგებლა, რომელმაც 8 სექტემბერს "ლიბერთი ბანკისგან" 12 თვის ვადით 500 000 რლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს - TI-ს ცნობით, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა  2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით სულ 10 926 299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 70% - "ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო "ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - "გახარია - საქართველოსთვის".

საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე მოდიოდა.

ამავე თემაზე:

2 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე, "ოცნებამ" 8 287 870 ლარი მიიღო, "ლელომ" - 895 960, ენმ-მ - 774 704 | აუდიტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი