იმდენი საწვავია გაწერილი, 3-ჯერ დაარტყამდი დედამიწას "კრუგს" - წულაია ვანის მერიაზე

გამოქვეყნდა:

ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციით, ირკვევა, რომ ვანის მერიამ 2 წელში 27 ავტომობილისთვის 270 000 ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი დახარჯა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ დროს როცა რაიონში მძიმე მდგომარეობაა და მოსახლეობას უჭირს, თანხები ასე უმიზნოდ არ უნდა იხარჯებოდეს. 

ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ ფაქტით პროკურატურა დაინტერესდეს.

"ლონდონისა და ვილნიუსის მერიას 10-ჯერ უფრო ნაკლები მანქანა ემსახურება, ვიდრე ვანის გამგეობას თუ მერიას. საწვავია იმდენი გაწერილი, უბრალოდ გათვლით, 3-ჯერ დაარტყამდი დედამიწას კრუგს. ახლა რომ შევიდე ემოციაში, წამომცდება უბედური სიტყვა და მეტყვიან გოგი, უზრდელი ხარო, როგორ უნდა თქვა აბა სხვა", - ამბობს გოგი წულაია.

ცნობისთვის, ვანში 24 500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი