უბინძურესია, რასაც აკეთებთ - მდინარაძე კალაძეს დაეთანხმა და ჟურნალისტებს "მიუთითა" 

გამოქვეყნდა:

"უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ" - ასე უპასუხა პიროვნულ შეურაცხყოფაზე "მთავარი არხის" კითხვას "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი აზრით, მედიას უნდა მიუთითონ, რომ მათი ტყუილები უბინძურესია.

"როდესაც იტყვით უბინძურეს ტყუილს, უნდა მიგითითოთ ვიღაცამ, რომ უბინძურესია ის ტყუილი და უბინძურესია იმის კეთება, რასაც აკეთებთ, ამას თუ არ გეტყვით, ისედაც ამას აკეთებთ და ოდნავ მაინც იქნებ ვიღაცა ნამუსმა შეაწუხოს", - თქვა მამუკა მდინარაძემ

ცნობისთვის, 29 სექტემბერს კრიტიკული კითხვებით გაღიზიანებულმა კახი კალაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა - თქვენზე უბინძურესი ადამიანები არ არსებობს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი