
"თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს, სიძულვილის, ბოროტების თავი და თავი ხართ" - თბილისის მერი, კახი კალაძე მოშე კლუგჰაფტის "გაწერილი გეგმის" შესახებ "მთავარი არხის" კითხვამ გააღიზიანა. ამ შეურაცხყოფის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტს ურჩია "სიტყვები შეარჩიოს".
ჟურნალისტი კალაძეს ეკითხებოდა მედიის დევნის, 5 ივლისსა და ევროკავშირის ოფისთან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების, აქტივისტების მობილიზების შესახებ.
"თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე. [...]
იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა ნახე სად მუშაობ", - უთხრა კალაძემ "მთავარის" ჟურნალისტს.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა "ქართული ოცნების" სტრატეგიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.
ამავე თემაზე: