ახალი სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ - ომბუდსმენს კითხვები აქვს 

გამოქვეყნდა:

დავით კეზერაშვილის საქმეზე კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ როდესაც ომბუდსმენის აპარატმა უზენაეს სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილება მოითხოვა, უთხრეს, რომ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ჰქონდათ.

იმ ფონზე, როდესაც სამოტივაციო ნაწილი არ დაწერილა, ომბუდსმენისთვის სწორედ ეს ფაქტორია საეჭვო:

"ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ესეთი მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია მიმდინარეობს საქმის განხილვა და არ არის ძალიან საჩქარო დღეს გადაწყვეტილების მიღება, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიძლება იყოს დაწერილი საბოლოო გადაწყვეტილება" ამბობს ლომჯარია

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ფორმულას" 51%-იანი წილის დაყადაღებაზე სასამართლოში განცხადება შესულია .

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი