"ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მაშველი რგოლი გადაუგდო" - გაყიდული 60 მილიონი

გამოქვეყნდა:

ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მაშველი რგოლი გადაუგდო- ასე აფასებს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე სებ-ის ნაბიჯს, რომელმაც 60 მილიონი დოლარი გაყიდა

გოცირიძის თქმით, "ოცნების" სამსახურში წინასაარჩევნოდ მხოლოდ სუს-ი არ დგას:

ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მაშველი რგოლი გადაუგდო-ლარის მკვეთრად გაუფასურების შესაჩერებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

ზუსტად ასე მოიქცა შარშანაც, როცა წინასაარჩევნო პერიოდში დიდძალი ინტერვენციები განახორციელა, 2 ნოემბერს კი სულაც 60 მილიონი დოლარი გაყიდა-უპრეცედენტოდ დიდი მოცულობა ერთჯერადი ინტერვენციისათვის.

არჩევნების მერე დაიწყებს წუწუნს, რა ვქნა, რეზერვები არ მყოფნისო. იმაზე კი არ დაძრავს ხმას, რომ ლარის მოსალოდნელი გაუფასურება მთავრობის ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

მხოლოდ სუსი კი არაა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილი, იქვეა ჩვენი “დამოუკიდებელი” ეროვნული ბანკიც - წერს გოცირიძე

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი