"ოცნების" კორუფცია სენაკში | მერობის კანდიდატი შეკითხვებს გაურბის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლების კიდევ ერთი კორუფციული სქემა - სენაკის მერობის კანდიდატის ოჯახის წევრები და ახლო მოკავშირეები მუნიციპალიტეტში ყველა მსხვილ ტენდერს წლებია იგებენ. ვახტანგ გადელიას ბიძა და ბიძაშვილი ერთმანეთს ფორმალურ კონკურენციას უწევენ ბიუჯეტის ფულს იღებენ და შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატების საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ. 

სენაკის მერობის კანდიდატი ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ კითხვებს გაურბის - თუმცა სქემა რომელშიც გადელიები არიან ჩართული აუდიტის სამსახურმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოავლინა. ამ ფაქტს მერობის კანდიდატის ოჯახის წევრებისთვის მილიონობნით ლარის მოგებაში ხელი მაინც არ შეუშლია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი