არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იჯრან ჯაფაროვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, სასამართლომ ერთი თვის წინ ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გამოუშვა.

საუბარია იჯრან ჯაფაროვზე, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აგვისტოს დააკავეს., გუშინ საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

ვინაიდან ყოველი არჩევნების წინ მმართველი გუნდი ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს ხმების მობილიზებისთვის, არ არის გამორიცხული, რომ ჯაფაროვი სწორედ ამ მიზნით გამოუშვეს.

ეჭვები გააჩინა მისი ახლობლების კომენტარებმაც, რომელთაგან ზოგიერთმა პირად საუბარში ჯაფაროვის გათავისუფლება დაადასტურა, თუმცა კამერის წინ საუბარი არ ისურვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი