თუ მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა "ოცნებაზეა" - მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად "ქართულ ოცნებას" ეკისრება. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა ნუ იმალებიან და მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთონ.

"პირველ რიგში ქართული ოცნება გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს, დამალული რომაა ამ პოსტთან დაკავშირებითაც განცხადებას ვერ აკეთებს, მეორე, რას ნიშნავს ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა სად არის, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?! თუ მართლა ჩამოვიდა ალბათ ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს შეფარებული და ალბათ ამიტომ არ გვენახება, არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით, მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ "ოცნება" გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით აღასრულებს, თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არ ჰყოფნის არც უნარი და არც კომპეტენცია, რომ ეს წინასაარჩევნო პოლარიზაცია შეცვალოს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი